ტიბაანის კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლს ცეცხლი 30 იანვარს საღამოს გაუჩნდა. როგორც knews.ge ს თვითმხილველმა განუცხადა, მთლიანად დამწვარია შენობის სახურავი.
წინასწარი ცნობით დაშავებულები არ არიან. შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია. ამჟამად ცეცხლის ლოკალიზებას კახეთის რეგიონის 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგდა ცდილობს. იყო საშიშროება, რომ ხანძარი დასახლებაზეც გავრცელებულიყო, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სოფელ ტიბაანის კულტურის სახლი დაარსდა 1977 წელს. შენობაში ფუნქციონირებდა: საექთნო კურსი; ჭრა-კერვის კურსი; საბუღალტრო კურსი. დასაქმებული იყო 1 ადამიანი. სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 კულტურის სახლს მართავს მუნიციპალიური ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.