სათემო კავშირი ,,ნუკრიანი” კულტურის სახლის გადასარჩენად ფართომასშტაბიან ადვოკატირების კამპანიას იწყებს
როგორც Knews.ge-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მაია ბიძინაშვილმა განუცხადა, სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის მეორე სართული და ის ფლიგელი, სადაც სათემო ცენტრი „და „ნუკრიანის სახელოსნოები“ მდებარეობს, ყოფილი თეატრის დარბაზის თავზე კი სახურავი ჩამოწვა. მაია ბიძინაშვილის ინფორმაციით, რთულ მდგომარეობაშია სოფლის უნიკალური ბიბლიოთეკაც.
,,ნივთები და ტექნიკა არ დამწვარია, ყველაფერი გამოვიტანეთ. კომპიუტერულ ტექნიკას დაინესტა და ამაზე გვაქვს პრობლემები. ამ კოპიუტერებში ინახება ჩვენი 10 წლიანი შრომის ფოტო არქივი, ჯერ ვერ დავადგინეთ გადარჩენილია თუ არა. ოფისი მთლიანად განადგურდა ისე რომ შიგნით ვერც შევდივართ. რაც ცეცხლს გადაურჩა, ეხლა ზემოდან ათოვს, აწვიმს და უფრო მეტად ნადგურდება,’’– განუცხადა knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.
მაია ბიძინაშვილისვე თქმით, შენობის სრული რეაბილიტაციაა საჭირო, თუმცა სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი თვეა შენობის მდგრადობათან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ამ დროისთვის სახლოსნო ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრის ოჯახში, 6კვ.მ ფართშია განთავსებული და იმის გამო, რომ სათანადო პირობები არ აქვთ, იძულებულები არიან დიდ შეკვეთებზე უარი თქვან.
,,სახელოსნოს ერთ–ერთი წევრის სახლში ვმუშაობთ, რადგან შენობაში ვერ შევდივართ. ჩვენთვის ძეს ალიან რთულია, რადგან გამართული მუშაობისათვის მუდმივი ცხელი და ცივი წყალია საჭირო. იძულებული ვართ, დიდ და ღირებულ შეკვეთებზე ვთქვათ უარი და მცირე ზომის ნივთების კეთება გავაგრძელოთ. საქსოვი დაზგები ერთ ოჯახში გვაქვს, საკერავი ტექნიკა სხვაგან, დანარჩენი მასალები და საფესტივალო ტექნიკა ჩემთან აწყვია. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. სანამ შენობის გადახურვა გაკეთდება და სარემონტო სამუშაოები დაიწყება, 4-5 თვე მაინც დასჭირდება. რთულია იმ ოჯახების მდგომარეობა, ვინც ოჯახს ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობით არჩენს. გადავწვიტეთ, რომ კულტურის სახლის სრული რესტავრაციის თაობაზე ფართომასშტაბიანი ადვოკატირების კამპანია დავიწყოთ,’’– განაცხადა მაია ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, გვიან საღამოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ხანძარი 400 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. შეგახსენებთ, რომ ერთ სივრცეში მდებარეობს იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა. ასევე, სოფლის ბიბლიოთეკა, სათემო ცენტრი „ნუკრიანი“ და ბანკის ფილიალი.
სათემო ცენტრი „ნუკრიანის“ ინიციატივით, შენობის რეაბილიტაცია და ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა.