ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გომბორის ურელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ავტომობილით გადაადგილებისას მოქალაქეებმა, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.