ქართულ მარანში წარმოებული ნატურალური ჭაჭა იტალიაში გაიყიდება
მცირე მარნის ერთ–ერთი მფლობელი, სოლომონ ცაიშვილი აცხადებს, რომ ჭაჭის ღირებულება კომერცული საიდუმლოა და ქართული პროდუქტი საკმაოდ ძვირიან საფასო სეგმენტში გაიყიდება. მისივე ინფორმაციით, კომპანია აწარმოებს 5-დან 7 ათას ბოთლამდე ღვინოს, რომელიც აშშ–ში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთში, დანიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში უკვე იყიდება.
,,სულ მაინტერესებდა კარგი ბუნებრივი ჭაჭის გამოხდა. გარდა ამისა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი მის უდიდეს პოტენციალში. ეს მსოფლიო მნიშვნელობის სპირტიანი სასმელია, ოღონდ არა სტანდარტიზირებული და მაღალ ტექნოლოგიურ სახდელებში ნაწარმოები, არამედ მარტივ სახდელში გამოხდილი. სულ მალე იქნება პირველი ექსპორტი იტალიაში. საქართველოს ბაზარზეც ახლა ვიწყებთ დამკვიდრებას. რაოდენობა და ფასი კომერციული საიდუმლოებაა. ისე გეტყვით, რომ საკმაოდ მაღალფასიან სეგმენტში შევეცდებით დამკვიდრებას. რაოდენობის გაზრდას მცირედით ვაპირებთ, თუ გაყიდვები კარგად წავა’’,– განუცხადა allwine.ge-ს სოლომონ ცაიშვილმა.