ახალი ამბები

გურჯაანში 17 შშმ პირს ეტლები გადაეცა

ბენეფიციარებისთვის ეტლების გადაცემას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ასოციაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თავმჯდომარის, მაია კვეზერელი-კოპაძის განცხადებით, ორგანიზაციის ეგიდით კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მსგავსი აქციები ყოველ წელს ტარდება.
,,ასოციაცია წარმოადგენს მოქალაქეთა არაპოლიტიკურ, არაკომერციულ, საქველმოქმედო, ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობების მიმართულებებია ადამიანის უფლებების დაცვა, სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა და ქველმოქმედება. ჩვენ ვცდილობთ, შშმ პირებს ხელი შევუწყოთ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში,’’– განუცხადა knews.ge-ს მაია კვეზერელი–კოპაძემ.