გურჯაანში გოგონებისთვის ფრენბურთის წრე გაიხსნა
როგორც გურჯაანის სპორტის გაერთიანების დირექტორმა, არჩილ გოგიაშვილმა KNEWS.GE-ს განუცხადა, მეოთხედან მეათე კლასის ჩათვლით, საჯარო სკოლების მოსწავლეებს ფრენბურთის სწავლა ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე შეეძლებათ.
,,უკვე იგრძნობა ფრენბურთით ახალგაზრდების დაინტერესება, რაც მისასალმებელია. ჩვენი მიზანიც სწორეს გურჯაანში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობაა“- განუცხადა knews.ge-ს არჩილ გოგიაშვილმა.