ტურისტებისთვის ღვინის ციფრული გზამკვლევი შეიქმნა
მისი დახმარებით ტურისტი ადვილად იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებას და ეწვევა სხვადასხვა მარანს, რესტორანსა თუ სასტუმროს.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, გზამკვლევში თავმოყრილია 300-მდე ღვინის მარანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სასტუმრო სახლები, რესტორნები და ა.შ.
,,სპეციალური აპლიკაციით ტურისტს მარტივად შეეძლება გადავიდეს Google map-ზე და ეწვიოს მისთვის სასურველ მიმართულებას. მათ გზამკვლევის შეძენა საქართველოში თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში შეუძლიათ. ამ ეტაპზე გზამკვლევი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი და დაგეგმილია მისი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ცნობილი წიგნის მაღაზიებშიც გასაყიდად შეტანა. ვგეგმავთ გზამკვლევის რუსულ ენაზე გამოცემასაც’’,– განაცხადეს ასოციაცია ქართული ღვინის წარმომადგენლებმა.