კახეთში ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორში ჩართულ სამიზნე ღარიბ და მოწყვლად თემებში სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების გაზრდა.
დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის და ტურიზმის განვითარების მიზნით 1000-დან 2000 დოლარამდე გრანტების მიღების შესაძლებლობა აქვთ. დაგეგმილია შეხვედრების ციკლი.
პირველი საინფორმაციო შეხვედრა თელავში გაიმართება. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრებს და მიიღონ ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე.