სოფელ ვაზისუბანში წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება მისი ღირებულება 600 000 ლარს აჭარბებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბნის რამდენიმე გზაზე მხოლოდ ასფალტის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი და, ამიტომ, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ასფალტო-ბეტონის გზით ისარგებლებს. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მოინახულა.
,,პროექტი ითვალისწინებს სოფელ ვაზისუბანში, მთლიანობაში, 1.5 -კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომლის სავალი ნაწილის მაქსიმალური სიგანე 6 მ-ს შეადგენს. ასევე გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.