სოფელ კახიფარში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
სასწარფო დახმარების ბრიგადამ ავარიის შედეგად დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.