ახალი ამბები

გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა საკუთარ მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავებმა ბრალდებული დღეს დააკავეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულიხმობს.
ბრალდებული ქალის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლო იმსჯელებს