საგარჯოში თეატრის მსახიობის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია ჩატარდება
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსახიობის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად განადგურდა.
,,სრულად განადგურდა როგორც სახლი, ასევე მისი ტანისამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ფაქტობრივად, ქალბატონი დარჩა ღია ცის ქვეშ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვაწყობთ საქველმოქმედო აქციას მის დასახმარებლად. გთხოვთ ვისაც სურვილი გექნებათ ჩაერთოთ ამ აქციაში და დავეხმაროთ მას საჭირო და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. კულტურის სახლის პირველ სართულზე შეგროვდება შემოწირულობები. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ დახმარება გაუწიოთ ქალბატონ ნანულის დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 599 85 11 04. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.