ახალი ამბები

გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნება

პორტული გაერთიანების დირექტორის არჩილ გოგიაშვილის განცხადებით, საცურაო აუზი საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

,,გვეყოლება ცურვის პედაგოგები, დამონტაჟდება ვიდეოთვალები და დაცული იქნება სისუფთავე. ერთ თვიანი აბონიმენტის ღირებულება კვირაში ორჯერადი მოხმარებით ბავშვებისთვის განისაზღვრა 40 ლარით, უფროსებისთვის 60 ლარი ეღირება. ერთჯერადი მოხმარების ფასი შეადგენს 10 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რამდენიმე წევრი ისარგებლებს საცურაო აუზით, ისარგებლებენ ფასდაკლების ბარათებით. აბონემენტის ღირებულების გადახდა შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკში.

საცურაო აუზზე დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები. სპეციალისტი, რომელსაც მოვიწვევთ თბილისიდან, საცურაო აუზის წყალს სპეციალური ხსნარით დაამუშავებს რათა დაავადებების გავრცელების პრევენცია მოხდეს. დარბაზში მოხვედრის მსურველებისთვის აუცილებელი იქნება ცნობის წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აკვა აერობიკის კურსების გავლაც. სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს ტრენაჟორების დარბაზი და მინი სტადიონი. ასევე, მოსაცდელთან იქნება კაფე, გასახდელები და საშხაპეები“, – განაცხადა არჩილ გოგიაშვილმა.