ქალაქ თელავში მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა გაუქმდა
როგორც უწყების ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილების სპეციალისტმა, ეკატერინე მიქელაძემ Knews.ge–ს განუცხადა, პროგრამიდან გამოთავისუფლებული თანხა, რომელიც 35 950 ლარს შეადგენს, სოციალური მიმართულებით მოქმედ პროგრამებზე გადანაწილდა.
,,პროგრამაზე მოთხოვნა იყო, თუმცა ერთჯერადი დახმარება მხოლოდ ერთი დღის პრობლემას წყვეტდა. პროგრამის მეტი ეფექტურობისთვის მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ წელს აქცენტი გაკეთებულიყო სამედიცინო მომსახურეობაზე. ამ კუთხით ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 103 000 ლარი და დაემატა 33 000 ათასი ლარი. ეს მოიცავს მოსახლეობის მედიკამენტებით, ასევე ოპერაციულ და სტაციონარულ დახმარებას, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო გამოკვლევების დაფინანსებას და სხვა.
ასევე, გამონთავისუფლებული თანხა დავამატეთ სათნოების სახლის მომსახურებასაც. ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 210 000 ათასი ლარი და დაემატა 10 000 ლარი. გარდა ამისა, სარიტუალო მომსახურებას, რომელიც 250 ლარს შეადგენდა, დაემატა 50 ლარი. რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, უცვლელი დარჩა ”,– განუცხადა Knews.ge-ს ეკატერინე მიქელაძემ.