ახალი ამბები

ლაგოდეხელ ერთი წლის მარიამს დახმარება სჭირდება

ერთი წლის მარიამ ახოიშვილს მედიკოსებმა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და გულის თანდაყოლილი მანკი – პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი დაუდგინეს. მას ესაჭიროება გერმანიაში მკურნალობა, რისი ფინანსური საშუალება ოჯახს არ აქვს.
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის კულტურისა და ტურმიზმის ცენტრი და ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში განუცხადეს, მათი ინიციატივით მარიამის დასახმარებლად 3 თებერვალს,17:00 საათზე, კინოთეატრ “სინემაში” საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, დახმარების მსურველებს შეუძლიათ სასურველი თანხა შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე დარიცხონ.
საქართველოს ბანკი: GE 86BG0000000649147900
პირადი ნომერი 25001044543 მიმღები-ანა ფცქიალაძე