ახალი ამბები

ლაგოდეხში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალაქ გურჯაანში ორმა პიროვნებამ 06–ის მარკის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა.
„საღამოს საათებში ორმა პიროვნებამ ტაქსის მძღოლს სოფლის სასაფლაოზე აყვანა სთხოვა. ტაქსისტი შეშინდა, ავტომანქანა შუა გზაში მიატოვა. რამდენიმე საათში ისინი პოლიციამ დააკავა სოფელ აფენში. ნივთმტკიცებად ამოღებულია 06–ის მარკის ავტომანქანა“, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.