გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 ა(ა)იპი-ის დაფინანსება 10%-ით შემცირდა
როგორც knews.ge–ს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განუცხადა, თანხა მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს დააკლდა.
„ამჟამად მუნიციპალიტეტში 17 აიპია. 2017 წლის ბიუჯეტით 16 ა(ა)იპ-ს 10%-ით ნაკლები სუბსიდია განესაზღვრა. თანხის კლება ძირითადად ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახა. ის თანხა კი, რომელიც ა (ა) იპ –ებს დააკლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება“, – განუცხადა knews.ge–ს ნატო გონგაძემ.
მისივე ინფორმაციით, ერთადერთი ა(ა) იპ–ის, ბაგა ბაღების გაერთიანების დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა.