ლაგოდეხში ბიო მარწყვის წარმოების გაფართოება იგეგმება
როგორც knews.ge–ს სათბურის მეპატრონემ განუცხადა, ესპანური ჯიშის მარწყვის მოსავალი ეტაპობრივად იზრდება.
,,ჩვეულებრივი ჯიშის მარწყვისაგან განსხვავდება ფორმით, ზომით, ვიზუალით, უძლებს ტრანსპორტირებას. ხილს გააჩნია მსხმოიარობა მთელი წლის მანძილზე. სეზონზე მარწყვის შეძენა ლაგოდეხისა და თბილისის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. ხილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი დარეჯანაშვილი.
ფერმერმა სათბური გასულ წელს საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა. გიორგი დარეჯანაშვილი სამომავლოდ სხვა კულტურების მოყვანასაც არ გამორიცხავს.