ლაგოდეხში პოლიციელი დააკავეს
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეს პროკურატურა იძიებს.
,,ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით დაიწყო და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა წიქარიშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება,”– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.