ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება

ადგილობრივი არჩევნებისთვის ცსკო-ს დაახლოებით 39 მილიონი ლარი გამოეყო. აქედან 28 მილიონი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1 მილიონი დაიხარჯება. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2 მილიონ ლარზე მეტი იქნება. პარტიების დაფინანსებისთვის 7 მილიონ 619 ათასი ლარი განისაზღვრა.


მერი/გამგებელი მიმდინარე წლიდან 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში – თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით გამგებელი (მერი) აირჩევა პირდაპირი წესით ამომრჩეველთა მიერ. 
პირველ ეტაპზე გამგებელი (მერი) 3 წლის ვადით ირჩეოდა, აღნიშნული ვადა შეიცვალა და მიმდინარე წლიდან და ისინი 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული. ქალაქის მერებისა და მუნიციპალიტეტის გამგებლების ასარჩევად დაწესებულია 50%-იანი ბარიერი.


ვინ არიან კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურში, გამგებლის პოზიციაზე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

თელავის მუნიციპალიტეტი – ალექსანდრე შათირიშვილი 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი – გია გერგიძე 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – გიორგი გზირიშვილი 
სიღნაღის მუნიციპალიტეტი – დავით ჯანიკაშვილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – კარლო (კახა) ჯამბურია
ყვარლის მუნიციპალიტეტი – ილია მზექალაშვილი 
ახმეტის მუნიციპალიტეტი – ბექა ბაიდაური

რვა მუნიციპალიტეტის გამგებლის ავტობიოგრაფია იხილეთ ბმულზე