ლევან ბაღაშვილი– ნაცმოძრაობის ე.წ. გაყოფა დედოფლისწყაროს ორგანიზაციას არ შეხებია
მისი თქმით, რაიონული ორგანიზაციის 26 წევრი კვლავ მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩება.
„მე ისევ იქ ვარ, სადაც აქამდე ვიყავი. ჩემთვის გაუგებარია მათი ნაბიჯი, ვინც პარტია დატოვა. ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია კვლავაც მყარ პოზიციაზე დგას და ერთიანია ჩვენი ხედვა, ყველა წევრი ისევ იმ აზრზე დგას, რაც აქამდე გვაერთიანებდა. თუ არ ჩავთვლით სამ წევრს, რომელიც ბატონი ზაზა კედელაშვილის ფრთას წარმოადგენდნენ, რადგან ის გიგა ბოკერიას ფლანგს შეუერთდა, ჩვენგან მხოლოდ სამი წევრი გაჰყვა მას. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, არაფერი შეცვლილა. როგორც არასდროს, ისე გვმართებს ერთიანობა, რადგან კარგად ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია და ამ ყველაფრის მოსაგვარებლად ბრძოლაა საჭირო,“ – განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.