ახალი ამბები

თებერვლიდან სახერხი საამქროებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების საამქროების მიერ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში სახერხ საამქროებში მიღებული მორის აღრიცხვა/გადამუშავების პროცესების მართვას, ორი ახალი – პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა.
”სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში პროდუქტის მოდულში, მეწარმე ასახავს, რა პროდუქტი მიიღო გადამუშავებული ხე-ტყიდან, ასევე, ელექტრონული ცნობის საფუძველზე დააფიქსირებს სახერხი საამქროდან პროდუქტის გატანას. მრგვალი ხე-ტყის (მორის) აღრიცხვიანობა/მიკვლევადობის გაუმჯობესების მაღალი სტანდარტის შემუშავების მიზნით, ელექტრონული სისტემის ინტეგრირება სხვა დაინტერესებული სამსახურების სისტემებთან განხორციელდება. რეგულაცია 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ცხელი ხაზის 153-ის და ელექტრონული ფოსტა help@emoe.gov.ge -ის გამოყენებით, ხელს შეუწყობს მეწარმეებს რეგულაციების ათვისებაში”, – განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.