გურჯაანში პრობაციის ოფისი გაიხსნა
ახალ ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები და ასევე, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზაზა გრიგოლიას განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„გურჯაანის რაიონალურ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას“, – განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ.
კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის გიორგი ყარაულაშვილის განცხადებით, გურჯაანის ოფისში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს და ასევე პრობაციის ოფიცერს ჰქონდეთ საშუალება ინდივიდუალურად გაესაუბრონ პრობაციონერს და ხელი შეუწყონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
,,ახალ ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად. კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1559 პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის გურჯაანის ოფისში – 274.”