ახალი ამბები

თელავში 80 წლამდე ქალბატონს ორი დღეა ეძებენ

ადგილობრივების განცხადებით, თამარ ბენაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი ინფორმაციით, ქალბატონს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალბატონის დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა პოლიციას გუშინ მიმართეს.
,,გუშინ გვიან ღამით პოლიციამ ქალბატონის დაკარგვის შესახებ განცხადების მიღებისთანავე დაიწყო თავის ძალებით სამძებრო სამუშაოები. წუხელ ქალბატონის პოვნა ვერ მოხერხდა. დღეს განახლდება სამძებრო სამუშაოები”, – განუცხადეს Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.