ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე იანვარში იმსჯელებს
სავარაუდო თარიღს თავად ევროპარლამენტი აანონსებს, რის შესახებაც ინფორმაცია მის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. წინასწარი ინფორმაციით, იანვრის სესიაზე ევროპარლამენტის წევრები შესაბამისი რეგლამენტის განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.
„შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, – აღნიშნა პირიმ.