„საქართველოს მელიორაცია“ ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს
აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ გალერეებს საერთო სიგრძით 14,9 კილომეტრი. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 1 539 599 ლარია, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 3 800 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.