მედია კაფეს მხარდამჭერი აქცია თელავში
მედია ორგანიზაცია კახეთის ხმის დამუძნებელს, მაია მამულაშვილს კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად აქციაზე რეგიონალური მედიის ასოციაციის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
მისი ინფორმაციით, მედია კაფე ოთხი წლის განმავლობაში თელავის მერიისგან საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდა გაფორმებული, სადაც დისკუსიები , საგანმანათლებლო შეხვედრები და შემოქმედბითი საღამოები ტარდებოდა. ახლა კი მერია ფართის გადაცემას სამხატვრო სკოლისთვის გეგმავს , რის შემდეგაც ის ვარაუდობს, რომ შენობა გაიყიდება.
მედია კაფის დამფუძნებელი კოლეგებთან ერთად დღესვე მერის მოადგილეებს შეხვდა. ლევან ლილუაშვილი და აკა საჩიშვილი აცხადებენ, რომ მედია კაფის საკითხი თელავის მერის პლატონ კალმახელიძის მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. მათივე თქმით, დაგეგმილია სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.