სტატიები

ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირები სმიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, –აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.  შესაბამისად,  თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში საკუთარინ პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.