თელავში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ორგანიზაციის ხელმძღვანელის დათო ღონღაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ.
,,თელავში ვაწყობთ ღონისძიებებს, ვატარებთ მოსახლეობის ზოგად ტესტირებას, გვექნება პლაკატების გამოფენა–კონკურსი და სატელევიზიო ვიდეორგოლის სცენარის კონკურსი. გადავწყვიტეთ, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს არის მნიშნელოვანი დღე და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ მედიცინა ამ პრობლემას დაძლევს”, – განუცხადა knews.ge–ს დათო ღონღაძემ.
ღონისძიება ,,ბემონის” სოციალურ კაფეში 15:00 საათზე დაიწყება.