პირველი დეკემბრიდან ამინდი გაუარესდება
1, 2 დეკემბერს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და მცირე ნისლი. 3 დეკემბრიდან კი, ამინდი შეიცვლება, მცირედით დათბება, თუმცა ღამით ყინვები შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +8 გრადუსამდე დაეცემა.
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 28-29-30 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +13 გრადუსს მიაღწევს.