თელავის მერია ისტორიული ჭადრის გადარჩენის სამუშაოებისთვის 2 000 ევროს გამოყოფს
როგორც knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, სპეციალურად ამ ძეგლის გადასარჩენად, რომლის სიცოცხლისუნარიანობა საფრთხის წინაშე დგას, საქართველოში იმყოფებიან ხის მოვლის გერმანელი სპეციალისტები დეტლეხ კოფი და ბენიამინ ალლგაია. მისივე თქმით, სამუშაოები ჩატარდება ორ ეტაპად. ევროპელი სპეციალისტები სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაციის „პროფესიონალთა გაერთიანება ხისმოვლისათვის საქართველოში“ ხელმძღვანელ დავით სამხარაძესთან ერთად ატარებენ.
,,უკვე რამდენიმე წელია ქალაქის ხელმძღვანელობა ისტორიული ხის გადასარჩენად მუშაობს. პრობლემის მოგვარების მიზნით, თელავის მერიამ 2015 წელს მიმართა გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რის შედეგადაც სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა თელავში ინფორმაციის და გაცნონის მიზნით ჩამოსვლა სთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციის „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში“ ხემძღვანელს დავით სამხარაძეს და იმჟამად საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ხის მოვლის სპეციალისტს, დეტლეფ კოხს. სტუმრობის შემდეგ თელავის მერიამ აქტიური ურთიერთთანამშრომლობა დაამყარა ხის მოვლის უცხოელს პეციალისტთან. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცე მერი გასული წლის ზაფხულში გერმანიაში ეწვია ბატონ დეტლეფ კოხს და მეგობარი ქალაქ ბიბერახის მხარდაჭერით მხარეები შეთანხმდნენ ჭადარისათვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით. შეთანხმების თანახმად სამუშაოები ჩატარდება ორ ეტაპად. როგორც უკვე მოგეხსენებათ პირველი ეტაპი დაწყებულია და ამ სამუშაოებისათვის თელავის მერია იღებს 2000 ევროს, ხოლო დანარჩენ ხარჯს ხის ვარჯის გასამაგრებელი მასალის უზრუნველყოფაში გვეხმარებიან ხის მოვლის სპეციალისტი დეტლეფ კოხი და პარტნიორი ქალაქი ბიბერახი”,– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, მსგავსი ტექნიკითა და მეთოდოლოგიით საქართველოში ხე-მცენარის სხვლა-ფორმირება პირველად ტარდება. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმდინარეობს ჭრები, სხვლა-ფორმირება სიმძიმის ბალანსის ართმევის მიზნით, რათა ხის დარჩენილი ცოცხალი შტამპები არ გადაიტყდეს.