თესაუს ასისტენტ-პროფესორმა საერთაშორისო ფორუმზე წარმატება მოიპოვა
როგორც თესაუში განაცხადეს, მეტრეველის მოხსენებამ, რომელშიც საუბარი იყო კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და თარგმნის ფსიქოლინგვისტურ ასპექტებზე, დიდი ინტერესი გამოიწვია. ფორუმი-,,რუსული ენა მსოფლიო კონტექსტში და საერთაშორისო ორგანიზაციებში“ -იტალიის ქალაქ რომში გაიმართა.
,,ფორუმზე ასისტენტ-პროფესორის ჰიპოთეზა „მნიშვნელობის პრედიკატიული ფენომენი, როგორც დინამიკური სემანტიკური პროცესი სიღრმისეული სტრუქტურების დონეზე“-საინტერესო სიახლედ შეფასდა”, – განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფორუმი ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმნის უმაღლესი სკოლის (რუსეთი), პარიზის ახალი სორბონას უნივერსიტეტის ზეპირი და წერითი მთარგმნელების უმაღლესი სკოლის (ESIT), (საფრანგეთი) და რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის (UNINT), (იტალია) ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმი რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის FAO – ში და gaeros-ს სხვადასხვა ორგანიზაციაში ქ. რომში, მთარგმნელ-სინქრონისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIIC), (შვეიცარია), პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ევროპული ინსტიტუტის- EURISPES (იტალია)- ხელშეწყობით ჩატარდა.
საერთაშორისო ფორუმში მსოფლიოს 23 ქვეყნის 48 უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.