ახალი ამბები

პარლამენტმა დაამტკიცა “ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება

პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით “ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის ამოქმედების შედეგად, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამეწარმეო ვენახების გაშენების წესის შესახებ ბრძანებას 2026 წლის 1-ელ მაისამდე გამოსცეს.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1 500 ლიტრს არ აღემატება.

გარდა ამისა, უქმდება “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის მუხლი, რომლის მიხედვით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან.

“ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.