დავით ბაქრაძემ კახეთში შეხვედრები გამართა
,,პარტიაში საბრძოლო განწყობაა და აქტიური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ბევრ საარჩევნო უბანზე გამარჯვებას მოვიპოვებთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ არ დარჩენენ სახლში და წავიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმას საქართველოს მომავალ კეთილდღეობას და დაგვიჭირონ მხარი”, – განაცხადა ბაქარძემ.
გამარჯვების იმედი აქვთ პარტიის დეპუტატობის კანდიდატებსაც. მათი განცხადებით, მეორე ტურში მმართველი პარტია არჩევნების მოგებას ვერ შეძლებს.
,,მზად ვართ, მეორე ტურში მივიღოთ მონაწილეობა. მოვუწოდებ თელაველებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, რათა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში”, – აღნიშნა თელავი-ყვარლის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.