სესიაშვილი – ეჭვი მაქვს ნაციონალურმა მოძრაობამ ბარიერის გადალახვა შეძლოს
სესიაშვილი ეჭვობს, რომ ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ არჩევნებზე ბარიერი გადალახოს.
,,დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ამ აქციას, რამდენადაც თავად „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ისინი თავის ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. თუ სულ ამდენი ადამიანია მათი მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ ბარიერის გადალახვა შეძლონ“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება თბილისში ვარდების მოედანზე გაიმართა. როგორც knews.ge-ს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, კახეთის რეგიონიდან 4500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.