ვანო გალახვარიძე – თელავში ბილბორდისთვის ტერიტორია არ მოგვცეს
დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო გარემოს არათანაბარ პირობებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატები ამ მხრივ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.
,,თელავში ვერ ნახავთ ბილბორდს, სადაც ჩემი სააგიტაციო მასალის განთავსება შემეძლებოდა, რადგან არ მოგვცეს ადგილი. ეს ვისაც უნდა ჩათვალოს ხელისშეშლად აგიტაციაში,ზეწოლად ან მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, ფაქტი კი სახეზეა. ჩვენ არ ვართ სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში, შეზღუდული გვაქვს რესურსი, რადგან ,,ქართუ ბანკი’’ არ გვაძლევს იაფიან სესხს‘’,– განუცხადა Knews.ge-ს ვანო გალახვარიძემ.
მისივე თქმით, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებენ.
,,მართალია, პარტიას შუეზღუდეს ფინანსები, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისათვის. უანგაროდ გვეხმარებიან ჩვენი მხარდამჭერებიც. ჩვენ ვართ სუფთა ძალა და წინ გვაქვს კიდევ უფრო დიდი გზა გასავლელი”, – აღნიშნა გალახვარიძემ.