ახალი ამბები

სოფელ ყიტაანსა და ყარაჯალაში კანდიდატების პროგრამებს არ იცნობენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სოფელში ძირითადად, შეხვდებით ორი პოლიტიკური ძალის – მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკრულ პლაკატებს.

,,წლებია რაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა პრობლემებზე ვლაპარაკობთ და ვინ არის ჩვენი პატრონი? რატომ უნდა მაინტერესებდეს დეპუტატობის კანდიდატები ან მათი სარჩევნო პროგრამა? არც თვითონ იწუხებენ თავს აქ ჩამოსვლით და არც ჩვენ გვაინტერესებს, დაპირებები წლებია დაპირებებად რჩება“, – განაცხადა ვაკიფა სულეიმანოვმა.

იდენტური მდგომარეობაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების დონე დაბალია.

,,ნაკლებად მაინტერესებს არჩევნები, რადგან ჩვენს სოფელში დაპირება არასდროს სრულდება. არაფერი ფუნქციონირებს საბავშვო ბაღის გარდა, არც ამბულატორია გვაქვს და არც სასმელად ვარგისი წყალი. გვპირდებიან, რომ ყველაფერს მოგვიგვარებენ, მაგრამ არაფერი იცვლება. დეპუტატობის კანდიდატების პროგრამებს არ ვიცნობ“, – ამბობს მერაბ თოგოშვილი.