პაატა ბურჭულაძის პარტიის თელავის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართეს
როგორც ბურჭულაძის პარტიაში განაცხადეს, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებენ. პოლიტიკურ მოძრაობაში საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტებზეც მიუთითებენ და მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებენ.
“ადამიანები ფულზე არ იყიდებიან. თუ პარტიას შუეზღუდეს ფინანსები, ჩვენ არ ვსუსტდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები შეგქვემნა, აქ, ამ ოფისში, უანგაროდ გვეხმარებიან ჩვენი მხარდამჭერები. ჩვენს სარეკლამო პლაკატებს ღებავენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ ქმედებებს “ქართული ოცნების” აქტივისტები მიზანმიმართულად ჩადიან. ჩვენ ვართ სუფთა ძალა. წინ არის უფრო დიდი გზა გასავლელი”, – განაცხადა ,,knews.ge”-სთან პოლიტიკური მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისათვის“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე.