სტატიები

სოფელ ყიტაანის მოსახლეობა მომავალ დეპუტატობს დახმარებას სთხოვს

ადგილობრივების თქმით, აუცილებელია კანდიდატებმა წინასაარჩევნო პროგრამაში სოფელ ყიტაანის პრობლემები გაითვალისწინონ.

ნანა მუზაევა:

,,იმის გამო, რომ სოფელში სკოლა არ გვაქვს, ბავშვები სოფელ ჩუმლაყში დადიან რაც დიდ პრობლემებს გვიქმნის. ჩემი მცირეწლოვანი შვილი კი მგზავრობას ვერ იტანს და ყოველდღე როცა სკოლაში მიდის ცუდად ხდება. აუცილებელია ამ პრობლემებით დეპუტატობია კანდიდატები დაინტერესდნენ. იმ კანდიდატმა კი, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა.’’

ლელა ნოზაძე:

,,სოფელშ ჩვენთან სასაუბროთ არავინ მოსულა. ჩემი აზრით, ჩვენნაირ ხალხზე უნდა იზრუნონ და დაგვეხმარონ პრობლემების მოგვარებაში.’’

მერაბ თოგოშვილი:

,,სოფელში მოყვანილი პროდუქტი უფუჭდება ხალხს, ატამი დალპა, სად წავიღოთ ამდენი ხილის მოსავალი არ ვიცით. მოდიან, გვესაუბრებიან, დაპირებები ძალიან ბევრი აქვთ და გამარჯვების მერე არც ვახსოვართ. სასმელი წყლის პრობლემა გვაწუხებს, გრაფიკით მოდის და ისიც დაბინძურებული, ვერ ვსვამთ. უყურადღებოდ ვართ დატოვილები. მარტო არჩევნების დროს ახსენდებათ ხალხი.’’

რობერტ ქუზეშვილი:

,,დაპირებები ბევრია და არჩევნებამდე უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამის შემდეგ ვის რაში აინტერესებს სხვისი ცხოვრება და სოფელი? ძალიან გაჭირვებულები ვართ, ოჯახებს სხვის მამულებში ვმუშაობით ვარჩენთ და ჩვენს მიწებსაც ვამუშავებთ. სოფლის ახალგაზრდებიც სხვაგან მუშაობენ დღიურად და თავს ამით ირჩენენ. დიდი პრობლემაა ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა. ისეა დაზიანებული ვერ მივდივართ. დეპუტატმა სოფელს ეს პრობლემები უნდა მოუგვაროს.’’

თინა ძებისაშვილი:

,,სინათლის ახალ ბოძებს გვპირდებიან, რომ შეცვლიან, ამორტიზებულია და აღარ ვარგა. დაგვპირდნენ, სკოლასაც გაგიხსნიოთო და ველოდებით დანაპირების იმედი გვაქვს, რომ რასაც დაგვპირდნენ შეგვისრულებენ.’’

ლავრენტი თოგოშვილი:

,,სოფელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საძოვრები აღარ გვაქვს, გასულ წლებში  70–80% კი საქონელი შიმშილისგან და დაავადებებისგან დაგვეხოცა. გზებიც ცუდ მდგომარეობაშია, არ გვაქვს ამბულატორია და სკოლა. პრობლემებს რა გამოლევს, ახალ დეპუტატს ძალიან ბევრი საზრუანვი აქვს ხალხზე, იმედი მაქვს, მოგვხედავს.“

როლანდ ძებისაშვილი:

,,10 ტონა გოგრის მოსავალი მომივიდა, სად შევინახო? მიწაზე დალპება რომ დავტოვო და შრომა წყალი ჩაიყრება. გაყიდვასაც ვერ ვახერხებ. ვისაც შეუძლია აუცილებლად უნდა მოგვხედოს. სოფლეში გლეხ კაცს სოფლის კულტურები უნდა მოყავდეს და შემდეგ სარეალიზაციო ბაზრები ქონდეს. ახალმა დეპუტატმა ბაზრების საკითხი მოგვიგვაროს რომ ჩვენც მუშაობის და მეტის კეთების მოტივაცია მოგვეცეს.’’