სტატიები

პარტიების დარბეული ოფისები კახეთში

საპარლამენტო არჩევნებამდე და­ახლოებით ერთი თვე რჩება და პო­ლიტიკური დუღილის ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტებს პოლიტიკურ დევნად აფასებს და მმართველ პარ­ტიას უკავშირებს. მესამე სექტორი კი საგამოძიებო ორგანოსგან მყისეიერ რეაგირებას ითხოვს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფიების დაზიანება წინასაარჩევნო პერიოდის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში ძირითადი სამიზნე ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ოფისები იყო, ამჟამად პოლიტიკური დევნის ობიექტი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პაატა ბურჭულაძის პარტიაც გახდა.

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს პოლიტიკური პლატფორმა “პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთ­ვის“ გურჯაანისა და წნორის რაიონული ოფისები დააზიანეს. დაუდგენელმა პირებმა შენობების კედლები და საა­გიტაციო ბანერები ცისფერი წარწე­რებით,,41“ და ,,41+პაატა“ შეღებეს.

პარტიის გურჯაანის რაიონული ორ­განიზაციის თავმჯდომარე გია ხაზიური აღნიშნული ფაქტს პოლიტიკურ ანგა­რიშსწორებად აფასებს და მომხდარს ყოფილ და ამჟამინდელ სახელისუ­ფლებო პარტიას უკავშირებს.

„ბოლო პერიოდში ორი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ისტერიულად, ყველანაირი მეთოდით გვებრძვის. ერთი გვეუბნება, რომ ერთის სატელიტი ვართ, მეორე გვეუბნება, რომ მეორის სატელიტი ვართ. ერთმანეთს თავი დაანებეს და ჩვენზეა გადმოტანილი აქცენტი, რადგან იციან ჩვენი ძალა“, – აცხადებს ხაზიური.

ნაციონალური მოძრაობა კი 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდშიც მოხვდა პოლიტიკურ სამიზნეში. პარტიის დე­დოფლისწყაროს რაიონული ოფისი კი 11 აგვისტოს გვიან ღამით დაარბიეს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის სიღნაღი–დედოფლისწყაროს მაჟორი­ტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ოფისს ღამით საღებავები და ქვები ესროლეს. ბეჟაშ­ვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერჶმინისტრს აკისრებს.

„როგორც ჩანს, პრემიერმი­ნისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმატე­ბით აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს“, – ამბობს ბეჟაშვილი.

თელავის თემის საკრებულოს თანამ­შრომელმა ლევან კოჭლოშვილმა კი ორი კვირის წინ ქალაქის ცენტრში პოლიტიკური პერფომანსი დადგა და ნაციონალური მოძრაობის თელავიჶყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ავტომანქანა ცოცხით შეამკო. კოჭლოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტესტის ამ ფორმას შვებულებაში ყოფნის დროს მიმართა.

„ვარ საჯარო მოხელე. აღვნიშნავ იმას, რომ წინა დღეს ვიყავი შვებულებაში, როცა ეს ფაქტი მოხდა“, – ამბობს კოჭლოშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგე­ბელმა კოჭლოშვილს აღნიშნული ქმედება მოუწონა. ალექსანდრე შა­თირიშვილი ფიქრობს, რომ ყველამ ნაციონალურ მოძრაობას დროდადრო უნდა შეახსენოს 9 წლიანი მმართვე­ლობა. ყოფილ მმართველ პარტიაში მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუ­ბრობენ და საჯარო მოხელის ქმედე­ბაში „ქართული ოცნების“ თელავიჶყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კავშირს ხედავენ.

მესამე სექტორი კი მომხდარი ფაქტე­ბის სწრაფ გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მყისიერი რეაგირე­ბისკენ მოუწოდებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კახე­თის რეგიონალური კოორდინატორი ზურაბ მირზიკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ პროკურატურა ამ ინციდენტებს დროულად არ გამოიძიებს, მსგავსი ქმედედბებს ჩადენას წაახალისებს.

„ძა­ლიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტები პროკურატურამ ძალიან სწრაფად გამოიძიოს. ამ ფაქტების გამოძიებას არ სჭირდება დიდი რესურსი. საგამოძიებო ორგანომ შესაბამისი ღონისიებები უნდა გაატაროს, რათა სხვა ადამიანებს არ მიეცეთ ამგვარი ქმედებების ჩადენის პრეცედენტი. ასეთი ფაქტები ამწვავებს წინასაარჩევნო პერიოდს“, – აღნიშნავს მირზიკაშვილი.

ოპოზიცია კი არჩევნების მოახლოებას­თან ერთად მმართველი გუნდის მხრი­დან პოლიტიკური დევნის ფაქტების გახშირებას პროგნოზირებს და ირწ­მუნება, რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის ფაქტები 8 ოქტომბერს დასრულდება. 

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.