ბურჯანაძე – არც ერთი იორმუღანლოელი საჯარო სამსახურში არ არის დასაქმებული
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობასა და საკრებულოში ეთნიკური თემის არც ერთი წარმომადგენელი არ არის დასაქმებული, რაც ხელისუფელბის სერიოზული პრობლემაა.
,,სამწუხაროა, რომ იორმუღანლოელებს ბევრი პრობლემები აწუხებთ და აქვთ უსამართლობის განცდა, რაც არის ძალიან სამწუხარო. ეს არის უმოქმედო ხელისუფლების ბრალი. იორმუღანლოს თემში გამართულ შეხვედრაზე ერთმა ადგილობრივმა თქვა, რომ მიწა, რომელიც ჰქონდათ დამუშავებული და მოსავალი დათესილი, სახელმწიფომ ისე გაყიდა, რომ ამ ადამიანებს ჩადებული შრომის კომპენსაციაც კი არ მისცა. აქ კარგად იციან ქართული და კარგად მეტყველებენ სახელმწიფო ენაზე. ამ დროს არც ერთი იორმუანლოელი, ერთი ადამიანიც კი როგორც თვითონ თქვეს, არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში დამლაგებლადაც კი. ეს არ არის სწორი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მყარი განცდა იმის, რომ ისინი ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. მე მათ შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ისინი ისეთივე თანამოქალაქეები იყვნენ, როგორც სხვები. მთავარია, ადამიანი იყოს ჩვენი ქვეყნის პარტიოტი და საქმის მცოდნე’’,– განუცხადა Knews.ge–ს ნინო ბურჯანაძემ.