სამხარაული – ყველაფერს გავაკეთებთ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ კუთხით დაწყებულ საქმეს გააგძელებს.
,,პირველ რიგში მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ განათლების მიმართულებით არსებულ საკითხებს, რადგან თითოეული ახალგაზრდა, რომელიც გაიზრდება ყარაჯალაში და ეცოდინება სრულყოფლად სახელმწიფო ენა, ეს იქნება იმის გარანტი, რომ მოსახლეობის ინტეგრაციაშესაძლებელი გახდება. შემდეგ კი ჩვენი ერთობლივი აქტიურობით და ჩართულობით შევძლებთ სახელმწიფოს ღირსეულად მშენებლობას. უამრავი ნაბიჯი გადაიდგა სოფელში მცხოვრებლების დონის ამაღლებისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს. ბავშვები საბავშვო ბაღიდან ეუფლებიან სახელმწიფო ენას და ჩვენ ამაში ყველანაირად ვუწყობთ ხელს. ჩვენ, ასევე, ვეხმარებით სკოლებს. ამ სოფლიდან 9 ახალგაზრდა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”,– განუცხადა Knews.ge-ს გელა სამხარაულმა.