შუამთის ტყეში დაკარგული გოგონები იპოვნეს
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოზარდებს პოლიციამ და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა შუამთის ტერიტორიიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით მიაგნო. გოგონები ამ დროისთვის კახეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე გადაყავთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე ჩასულ მოზარდებს გზა აებნათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ასევე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორი და ქალაქ თელავის მერი.