შუამთის ტერიტორიაზე სპეცრაზმი მოზარდ გოგონებს ეძებს
რამდენიმე საათია შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ 14 წლის მოზარდ გოგონას ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები არიან, კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათი კვალი შუამთიდან გაუჩინარდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებიან კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე. მომხდარის შესახებ ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.