სტატიები

რთველის მიმდინარეობა კახეთში

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 62  მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 24,8ათასიტონა, ყვარელი – 17,5  ათასიტონა, თელავი – 16,8ათასიტონა, სიღნაღი – 6,4 ათასიტონა, დედოფლისწყარო – 1,6 ათასიტონა, ლაგოდეხი –  2,1ათასიტონა, ახმეტა – 1,1ტონატონადასაგარეჯო-  937.  24 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა2,3 ათასი ტონა შეადგინა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 29 ღვინის კომპანია, მათ შორის,9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელზედა  კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე  – 0,45 ლარი; საფერავზე –  1 კგ-ზე – 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონშიმუჯურეთული/ალექსანდროულზე –  1 კგ-ზე – 2 ლარი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზეhttp://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic.