ახალი ამბები

მუკუზნის სკოლა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა

პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლების კლუბმა მოამზადა ვიდეო საარჩევნო აქტივობის თემაზე.მონაწილეებმა გაამახვილეს ყურადღება, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნებზე და რა როლი აქვს არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მეორე ეტაპზე კონკურსანტებმა თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. კამპანია მიზნად ისახავდა მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე.

„ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობით გურჯაანისა და თელავის რაიონებში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენი მოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში, დავარიგეთ საინფორმაციო ფლაერები და საზოგადოებას მოვუწოდეთ არჩევნებში მონაწილეობისკენ“, – განაცხადეს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა.

ფინალურ ეტაპზე გასულ მონაწილეებს მოუწევთ კაპიტნების კონკურსში მონაწილეობა, საჯარო გამოსვლა და სლოგანის შემუშავება. კონკურსი „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ ორგნიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა.