წნორში გამგებლის წარმომადგენელი ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო თანამდებობას დატოვებს
მათეშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტს გუშინდელი ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა.
“მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა“, – განაცხადა თამაზ მათეშვილმა.
გუშინ წნორის ტერიტორიულ ორგანოში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელსა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მათეშვილმა მთივლიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.