პრემიერ–მინისტრი კახეთის სამ მუნიციპალიტეტს ესტუმრება
როგორც Knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გიორგი კვირიკაშვილი თელავის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს ესტუმრება.
,,დღეს, 12 საათზე, პრემიერ–მინისტრი დედოფლისწყაროში ახლად აშენებულ სავადმყოფოს დაათვალიერებს, 15:30 საათზე ესტუმრება თელავში განთავსებულ რთვლის შტაბს. 16:50 საათზე გიორგი კვირიკაშვილი ჩავა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, სადაც სპირტის ქარხნის გახსნას დაესწრება”,– განუცხადეს Knews.ge–ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.