ახალი ამბები

თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჯუანშერ ბურჭულაძეს განცხადებით, პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა და სასახლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს ავთენტურობის მაქსიმალური დაცვით. 

,,ამ ეტაპზე, სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მიმდინარეობს სამხრეთ აივნის აღდგენითი სამუშაოები, თაღოვანი სახურავის რებილიტაცია, ლესვითი სამუშაოები, ვიტრაჟების მონტაჟი და ა.შ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგამოფენო სივრცესა (მუზეუმს) და მიმდებარე ტერიტორიასაც. აღსანიშნავია, რომ ბატონის სასახლეს რესტავრაცია, ბოლოს, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. თუმცა, მაშინ არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით არსებული პროექტი შეიცვლა და სრულად იქნა დაცული ყველა შესაბამისი ნორმა ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პროექტის ფარგლებში ბატონის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 6 423 430 ლარია.