თელავში ღვინის ფესტივალი ჩატარდა
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ღვინის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მათივე განცხადებით, ქართული ღვინის კვირეული წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანია.
,,ქართული ღვინის კვირეული თელავში გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება თბილისსა და რეგიონებში არაერთ ღონისძიებას მოიცავს”,–განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა სეციალურად მოწყობილ პავილიონებში გაიმართა.
,,ღვინის გზა საქართველოში სწორედ თელავიდან იწყება და ფესტივალი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას,” – განაცხადა ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
ღონისძიებაზე გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა/დეგუსტაციაც (ყველი, თაფლი, ჩირი, ჩაი, ხილი). ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ღვინის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და თელავიდან დაიწყება.